1.
გააგრძელე მიმდევრობა მომდევნო სამი რიცხვით.
32,
37, 42, 47, .... ..... ....
2.
გააორმაგეთ
3.
გაანახევრეთ
|
4.
შეადარეთ ტოლობები:
47+7 და
39+2
40+5 და
66-5
5.
ყუთში 80 ფანქარია. ამოიღეს 25 ფანქარი. შემდეგ ჩაამატეს 8 ფანქარი. რამდენი ფანქარია ახლა ყუთში?
6.
იპოვეთ უცნობი კომპონენტი
?+27=69 ?-18=22
7.
რიცხვი 3 გააორმაგეთ და მიუმატეთ 40. იპოვეთ მიღებული შედეგი.
8.
მერხზე დევს 18 ფანქარი. გაანახევრეთ მათი რაოდენობა
და გამოაკელით 6. რა რიცხვი მიიღეთ?
9.
რამდენი ღორი და რამდენი იხვია ეზოში , თუ მათ აქვთ
4 თავი და 12 ფეხი?
10 დახაზეთ 4 სანტიმეტრიანი
მონაკვეთი და მასზე 2 სანტიმეტრით გრძელი
მონაკვეთი.
ბრძენი და მწყემსი გოგონა
ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ადამიანი, რომლის სიბრძნეზეც ლეგენდები დადიოდა. ერთხელ, მეზობელ სახელმწიფოსთან ომის დროს ეს კაცი ტყვედ ჩავარდა.
ჯარისკაცებმა ის მიჰგვარეს თავიანთ ხელმწიფეს, რომელიც თვითონაც სიბრძნით განთქმული მმართველი იყო. მან დაკვირვებით შეათვალიერა ტყვე და უთხრა:
– ამბობენ, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ. გთავაზობ შემდეგ რამეს: სამ შეკითხვას დაგისვამ და თუ სამივეზე პასუხს გამცემ, თავისუფლებას მიიღებ, მაგრამ თუ სამი დღის განმავლობაში ვერ შეძლებ მათზე დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემას, მაშინ მონად გაქცევ.
– გისმენთ თქვენო ბრწყინვალებავ.
– მაშ ასე, აი კითხვები:
1. რომელია ყველაზე მთავარი დრო?
2. ვინ არის ყველაზე მთავარი ადამიანი?
3. რა არის ყველაზე მთავარი საქმე?
ახლა კი წადი. სამი დღის განმავლობაში შენ ჩემი სტუმარი იქნები.
წავიდა კაცი ჩაფიქრებული. ის ყოველ დილით გადიოდა სასახლის მიმდებარე ტყეში სასეირნოდ და ცდილობდა მოეფიქრებინა ისეთი პასუხები, რომლებიც თავისუფლებას მიანიჭებდა.
მესამე დღეს დამწუხრებულს იმით, რომ ვერაფერი ღირებული ვერ მოიფიქრა, გზად შემოხვდა გოგონა, რომელიც ბატებს მწყევსავდა. მან შეამჩნია, რომ კაცი ძალზე დადარდიანებული იყო და ჰკითხა
– რა მოხდა ძიაკაცო, რამით შემიძლია დაგეხმაროთ?
კაცი მოუყვა თავის ისტორიას.
გოგონამ უპასუხა:
– ეს ხომ ადვილია. ყველაზე მთავარი დრო არის ახლა, იმიტომ, რომ წარსულმა უკვე ჩაიარა, ხოლო მომავალი ჯერ არ დამდგარა. ყველაზე მთავარი ადამიანი არის ის, ვინც ახლა იმყოფება ჩვენს გვერდით, რადგან ის ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს და ყველაზე მთავარი საქმე არის ის საქმე, რომელსაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ იმ ადამიანისთვის, ვინც ახლა ჩვენს გვერდითაა.
სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
უცნაური ანდერძი
ერთ ღვთისმოშიშ კაცს ყავდა ურწმუნო შვილი. მამა ძალიან განიცდიდა, მაგრამ ვერაფრით შეძლო ბიჭისთვის ღვთის სიყვარული ჩაენერგა.
ერთხელ, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, დაუძახა შვილს და უთხრა:
– შემისრულებ უკანასკნელ თხოვნას?
– რა თქმა უნდა მამა.
– ჩემი სიკვდიდილის შემდეგ, 40 დღის განმავლობაში, ყოველდღე, მინიმუმ 15 წუთით მოდი ამ ოთახში.
– და რა უნდა გავაკეთო?
– არაფერი, უბრალოდ მოდი და დაჯექი სკამზე, ოღონდ ყოველდღე და მინიმუმ 15 წუთით.
– კარგი მამა, გპირდები.
ცოტა ხნის მერე მამა გარდაიცვალა. დასაფლავების შემდეგ ბიჭმა დაიწყო დანაპირების შესრულება. ის ყოველდღე შედიოდა მამის ოთახში და 15 წუთით უბრალოდ იჯდა სკამზე. ორმოცი დღის შემდეგ ბიჭი თვითონ მივიდა ეკლესიაში და გახდა ღრმად მორწმუნე.
მხოლოდ მრავალი წლის მერე გააცნობიერა მან, თუ რა სიბრძნეს შეიცავდა მამის უცნაური ანდერძი.
მამას ესმოდა, რომ ახალგაზრდებს ცხოვრების საკმაოდ სწრაფი რიტმი აქვთ, რომლის დროსაც ისინი ვერ ასწრებენ ისეთ სულიერ და მარადიულ ღირებულებებზე ფიქრს, როგორიცაა უფლის სიყვარული, ადამიანის დანიშნულება, ცხოვრების მიზანი. მაგრამ საკმარისია გარკვეული ხნით შეჩერდნენ, დარჩნენ საკუთარ თავთან მარტო და მაშინ უფალი მიუკაკუნებს მათ გულებს.
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
კარგი და ცუდი ჩვევები
ერთხელ მოსწავლეებმა კითხეს მასწავლებელს:
– რატომაა, რომ ცუდი ჩვევები ძალზე ადვილად გვიპყრობენ, ხოლო კარგი ჩვევების გამომუშავებას დიდი ძალისხმევა სჭირდება?
პასუხად მასწავლებელი შეეკითხა:
– მითხარით, თუ საღ თესლს დავტოვებთ მიწის ზემოთ, მზის სხივების ქვეშ, რა მოუვა მას?
– რა თქმა უნდა დაიღუპება, რადგანაც ის არ არის ნოყიერ ნიადაგში, რომ ნაყოფი გამოიღოს.– უპასუხეს მოსწავლეებმა.
– და თუ დაავადებულ თესლს ჩავდებთ ნოყიერ ნიადაგში, მაშინ რა მოხდება? – დასვა მორიგი შეკითხვა მასწავლებელმა.
– ის მოგვცემს ავადმყოფ ჩანასახს, რომლისგანაც მივიღებთ ცუდ ნაყოფს.
მასწავლებელმა გაიღიმა და თქვა:
– იგივეს თქმა შეიძლება ადამიანთა საქციელზეც. იმის მაგივრად, რომ თავიანთი სული გაამდიდრონ კეთილი საქმეებით და აზრებით, რომელთაც გააკეთებენ უხმაუროდ, ისინი ცდილობენ მათი ნამოქმედარი ყველამ გაიგოს. ამით ისინი ღუპავენ თავიანთ კეთილ ნაყოფს.
ხოლო ყველა თავინთ სისუსტეს – უარყოფით თვისებას, ცუდ ჩვევას, მალავენ ადამიანთა თვალთაგან შორს, საკუთარი სულის სიღრმეში, საიდანაც მათი ჩანასახი აღწევს მათსავე გულებამდე და ანადგურებს ამ გულებს და შესაბამისად მთლიანად ადამიანის სულიერ სამყაროს.
ცხოვრების გაკვეთილი
იყო ერთი ადამიანი, რომლის ცხოვრებაც სავსე იყო სირთულეებით. ერთი პრობლემაც არ ჰქონდა წესიერად მოგვარებული, რომ ჩნდებოდა მეორე და ასე უსასრულოდ.
ერთხელ მან, სასოწარკვეთილმა, საყვედურით მიმართა უფალს:
– ღმერთო, როდის მორჩება ეს პრობლემები? როდის შევძლებ მშვიდად ცხოვრებას? როდის მეღირსება ის დღე, როცა არ მექნება იმის შიში, რომ რაიმე სირთულე იჩენს თავს?
ამ დროს მასთან მივიდა მისი პატარა ბიჭი სასკოლო რვეულით ხელში და ჰკითხა:
– მამა, მას შემდეგ, რაც მოვრჩები ამ საზიზღარი ასოების სწავლას, ხომ არ მომიწევს მეტჯერ მათთან შეხება?
კაცს სიცილისგან თვალებიდან ცრემლებიც კა წამოსცვივდა.
– მაგრად კი გამაცინე შვილო! რა თქმა უნდა გექნება. ხომ არ ფიქრობ, რომ სკოლაში შენ გაწამებენ, გაიძულებენ რა ისწავლო ეს, შენის აზრით საზიზღარი ასოები იმისთვის, რომ მერე არ გამოიყენო?
მას შემდეგ, რაც შეისწავლი ასოებს, შენ ისწავლი წერა–კითხვას. თავიდან ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ შემდეგ, თანდათანობით ის რაც თავიდან ძნელი იყო, გახდება ჩვეულებრივი, შემდეგ, ჩვეულებრივი იქცევა ადვილად, ადვილი – სასიამოვნოდ და სასიხარულოდ.
გარკვეული ხნის მერე დაგავიწყდება, რომ ასოების დამახსოვრება რთული იყო და კითხვა იქცევა შენს საყვარელ საქმიანობად. კითხვის მეშვეობით გაიგებ უამრავ სიახლეს, საინტერესოს და სასარგებლოს და მაშინ შენ იქნები მადლიერი იმათი ვინც გასწავლა კითხვა.
შენმა აღმზრდელებმა იციან რა გამოგადგება ცხოვრებაში და იმას გასწავლიან, თუმცა ახლა შენ ეს შეიძლება მოსაწყენ და მძიმე საქმიანობად გეჩვენებოდეს.
ასე, რომ შვილო, რადგანაც შენ ამ ცოდნას დაეუფლები, კეთილ ინებე და გამოიყენე ის. ბოლოს და ბოლოს უსარგებლოდ ხომ არ უნდა დაიკარგოს ის შრომა რაც ამ ცოდნის მისაღებად დაიხარჯა.
აქ კაცი უცებ დადუმდა. თითქოსდა ის ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვერ არჩევდა. მისი მზერა მიმართული იყო სადღაც შორს, ჰორიზონტს მიღმა…
მან იგრძნო თავი პატარა ბავშვად დედის (ცხოვრების) ხელში, რომელიც იმავე სიტყვებით, როგორითაც ცოტა ხნის წინ თვითონ თავის შვილს, უხსნიდა, რომ სირთულეები არ მორჩება მას შემდეგ, რაც ისწავლი მათს დაძლევას, უბრალოდ, დროთა განმავლობაში, თანდათანობით, ცხოვრების გაკვეთილების ათვისების შესაბამისად, ისინი პრობლემებიდან იქცევიან შესაძლებლობებად და მოიტანენ სიხარულსა დაბედნიერებას და მაშინ სიამაყით გაიხსენებ „სწავლების“ პერიოდს, როდესაც შეიგრძენი სიყვარულის, სიბრძნის, ამტანობის ძალა, რომლითაც შეგიძლია ემსახურო ადამიანებს.
კაცის სახეს ღიმილი ანათებდა. მან ყველაფერი გაიგო. მისი პასუხი შვილისადმი, იყო პასუხი მის მიერვე ცოტა ხნის წინ დასმულ კითხვებზე. მომდევნო წუთს ის დაუბრუნდა რეალობას და გაბრწყინებული სახით შეხედა შვილს, რომელიც გაოცებული ადევნებდა თვალს მამას.
– რა გჭირს მამა? – ჰკითხა მან.
– ყველაფერი რიგზეა, – უპასუხა მან მხიარულად, მერე თვალი ჩაუკრა, ზურგზე შემოისვა და წაიყვანა სახლისკენ, რათა ერთობლივად გაეგრძელებინათ „წერა-კითხვის“ შესწავლა.
ბრძენი ქალაქის კარიბჭესთან
ერთხელ, ერთი ქალაქის კარიბჭესთან გამოჩნდა მოგზაური, რომელმაც შეკითხვით მიმართა შესასვლეთან მჯდარ მოხუცს:
– მე პირველად ვარ ამ მხარეში, ვერ მეტყვით როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში?
– ჯერ ის მითხარი შვილო, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ იმ ქალაქში, საიდანაც შენ მოხვედი? – კითხვა შეუბრუნა მოხუცმა.
– საშინლად ეგოისტი და ბოროტი ადამიანებით იყო სავსე იქაურობა და იმიტომ წამოვედი იქიდან.
– სამწუხაროდ აქაც ისეთივე ადამიანებს გადაეყრები ყოველი ფეხის ნაბიჯზე.
ცოტა ხნის შემდეგ ქალაქს მიუახლოვდა სხვა მოგზაური, რომელმაც იგივე შეკითხვა დაუსვა მოხუცს:
– მე პირველად ვარ ამ მხარეში, ვერ მეტყვით როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში?
– და როგორები ცხოვრობდნენ იქ, საიდანაც მოხვედი? – შეუბრუნა კითხვა მასაც მოხუცმა.
– არაჩვეულებრივი, სიკეთით სავსე, სტუმართმოყვარე, ადამიანები, ძალიან დამწყდა გული, რომ მათი დატოვება მომიწია.
– საბედნიეროდ აქაც ისეთივე ადამიანებს შეხვდები ყოველი ფეხის ნაბიჯზე.
შორიახლოს აქლემებს არწყულებდა ერთი ადამიანი რომელმაც კარგად გაიგონა მოხუცის გასაუბრება ორივე მგზავრთან და გაოცებულმა ჰკითხა მას:
– ამიხსენით, რატომ გაეცით სრულიად განსხვავებული პასუხები ერთი და იმავე კითხვაზე?
– ყველა ადამიანი საკუთარ სამყაროს თვითონვე დაატარებს, თავისი გულით. ის, ვინც ვერ აღმოაჩინა ვერაფერი კარგი იქ, საიდანაც მოვიდა, ვერც აქ იპოვის რამეს. ხოლო ის, ვისაც ყავდა ბევრი მეგობარი სხვა ქალაქში, აქაც იპოვის მონათესავე სულის ადამიანებს. ვინაიდან ადამიანები ჩვენს გარშემო ხდებიან ისეთები, როგორებადაც ჩვენ ვხედავთ მათ.
პატარა ჩიტი და ხანძარი
ერთხელ, ტყეში, გაჩნდა ძლიერი ხანძარი. ის თანდათან იზრდებოდა და ალში ახვევდა სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას.
ერთი პატარა ჩიტი, დაინახა თუ არა ხანძარი, გაფრინდა მდინარისკენ, დაისველა ფრთები და დაბრუნდა ტყესთან. მან დაიწყო ტყის თავზე ფრენა და თავისი პატარა ფრთებით წყლის წვეთებს ასხურებდა ხანძარში. ცოტა ხნის მერე ისევ დაბრუნდა მდინარესთან და გაიმეორა იგივე. შემდეგ კიდევ და ასე გამალებით დაფრინავდა მდინარესა და ალმოდებულ ტყეს შორის.
ანგელოზებმა, რომლებიც დიდხანს აკვირდებოდნენ მის თავგანწირულ მცდელობას, ბოლოს ჰკითხეს ჩიტს:
– რატომ აკეთებ ამას? ხომ არ ფიქრობ რომ შენი წვეთებით აბობოქრებულ ხანძარს ჩააქრობ?
– ტყემ მე მომცა ბევრი რამ. მე აქ დავიბადე და გავიზარდე. ტყემ მასწავლა ცხოვრება, ის მაძლევდა საზრდოს, აქ არის ჩემი სახლი, ჩემი სამყარო და როცა მას უჭირს, მე მზად ვარ მის მსახურებაში ბოლომდე დავიხარჯო – უპასუხა ჩიტმა.
ანგელოზებმა, მოხიბლულებმა იმით, თუ რამხელა სიყვარულით ჰქონდა სავსე გული ამ პატარა ჩიტს, შეაჩერეს ხანძარი და ტყე გადაურჩა განადგურებას.
გააგრძელეთ სიყვარულით მსახურება, თუნდაც თავს პატარა ჩიტად გრძნობდეთ უზარმაზარი ხანძრის წინაშე. არც ერთი წვეთი არ არის ზედმეტი. შესაძლოა სწორედ თქვენი წვეთი აღმოჩნდეს გადამწყვეტი.
დახმარება, ყოველთვის მოდის. ეს სამყაროს კანონია.
გილოცავთ დედის დღეს!
ერთხელ, ამქვეყნად მოვლენის წინ ბავშვის სულმა ჰკითხა უფალს:
–ამბობენ რომ ხვალ დედამიწაზე მაგზავნით. რატომ მივდივარ იქ, რა უნდა ვაკეთო იმ სამყაროში, მე ხომ ძალიან პატარა და დაუცველი ვიქნები?
უფალმა უპასუხა:
–მე გაჩუქებ ანგელოზს, რომელიც დედამიწაზე დაგხვდება. ის ყოველთვის შენთან იქნება და იზრუნებს შენზე.
–აქ მე მხოლოდ ვმღერი და ვცეკვავ, ეს საკმარისია ჩემი ბედნიერებისთვის, იქ რა მოხდება?
–იქ დედამიწაზე შენი ანგელოზი გიმღერებს და გაგიღიმებს, გაჩუქებს სითბოს და სიყვარულს.
–და როგორ შევძლებ მასთან ურთიერთობას, მე ხომ არ ვიცი მათი ენა.
–შენი ანგელოზი გასწავლის საკუთარ ენას, ის დაგიცავს ყველა განსაცდელისგან.
–და რა ვქნა თუ ისევ შენთან დაბრუნება მომინდება?
–შენი ანგელოზი მოგიყვება ჩემზე, გასწავლის ლოცვას და გაჩვენებს გზას რომლითაც შეძლებ ჩემთან დაბრუნებას. მისი წყალობით მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
–და რა ჰქვია ჩემს ანგელოზს?
–არა აქვს მნიშვნელობა მის სახელს. შენ მას დასწყისისთვის უბრალოდ „დედა“–ს დაუძახებ.
ანდაზები:
1.“ტყულის მოკლე ფეხები აქვსო“
2,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“
3’მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ
შნ“
4 „ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო“
5“ფუყე თავთავი თავს მაღლა იწევს, სავსე კი მუდამ თავდახრილიაო“
6’ქვეყანა ღონიერიე თუ კაცი გონიერია“
7“ყველი და პურიო კეთილი გულიო“
8“რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო.’
9’ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო.“
10,“ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“
19“ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო“
20’თოვლი თეთრია,მაგრამ სიცივე დიდი იცისო“
21’ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონსო“
22“მწყერს ერთხელ ეღირსა ხეზე შეჯდომა და მაშინაც შტო
მოუტყდაო“
23.“ზამთრის მზე გაზაფხულს ვერ მოიყვანსო’
24“ზაფხული ზამთრის მუშა არისო“
სიტყვებისა და გამონათქვამების განმარტებები
საგზალი-მგზავრობისას წასაღები საჭმელი
თვალი შეასწრო---თვალი მოჰკრა,დაინახა
ხმა გაკმინდა --გაჩუმდა
კვეხნა--ტრაბახი
აბუჩად აგდება-დაცინვა,მასხრად აგდება
მუქთამჭამელა-ზარმაცი, უქნარა
გამრჯე-მშრომელი
ზარალი-დანაკარგი
წაკინკლავდნენ-წაიჩხუბნენ
ლაფი-ტალახი
გზა მომეცით-გამატარეთ,გზა დამითმეთ
ფორთხვა-მუცლით სიარული
კორიანტელი-მტვრიანი ქარი
ექო-საკუთარი ხმის გამოძახილი
შესჩივლა-წუხილი გაანდო
გოშია -პატარა ძაღლი
რაინდი-ვაჟკაცი
ჯაგი-
ეკლიანი ბუჩქი
სერი მთის წვედა ნაწილი
გულდასმით-ყურადღებით,საგულდაგულოდ
თვალს ვერ უსწორებდა-თვალებში ვერ უყურებდა,რცხვენოდა
ზნე -ჩვევა
ცალად დარჩენა-მარტო დარჩენა
ჩივილი-წუხილი
მე ამ საქმეში ყბრალო ვარ-უდანაშაულო ვარ
ხიფათი-განსაცდელი,საშიშროება
ხანი-დრო
გავიდა კარგა ხანი-გავიდა დიდი დრო
კარგა ხნის შემდეგ-დიდი ხნის შემდეგ
ბადალი-შესადარი
მისი გული მოიგო-ასიამოვნა
მისი ჯავრი იყარა-გაუსწორდა
ბღუჯა-ძალიან ბევრი,უხვი
ჩახმახი-თოფის ნაწილი
კაჩხა-საკიდი წვრილმანისთვის
მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები
თავმომწონე-ამპარტავანი,
ბეჯითი-შრომისმოყვარე,მშრომელი
უვიცი-უსწავლელი,გაუნათლებელი-
ნასწავლი-განათლებული,მცოდნე
გონიერი-ჭკვიანი.
ღონიერი--ძლიერი
ფუყე-ცარიელი,ფშუტე
კვეხნა-ტრაბახი
მკვეხარა-ტრაბახა
ზარმაცი-უქნარა
ერთად შეგროვდნენ-ერთად შეიკრიბნენ
ფიცხლავ -სწრაფად
გონებამახვილი-საზრიანი.
ცრუპენტელა-მატყუარა
მკვირცხლი-სწრაფი
ზანტი-ძალიან ნელი ,დინჯი
უპასუხა-მიუგო
უამბო-მოუყვა
მიუტანა -წაუღო
ონავარი-ცელქი
მოწყენილი-სევდიანი
ხალისიანი-მხიარული
უწყინარი-უვნებელი
ჩუმი-უხმაურო
საწყალი-საცოდავი,საბრალო
გაგულადებული-გათამამებულისარწმუნო-უეჭველი,სანდო
წავიდა-გაეშურა
დაედევნა-გაეკიდა
იხსნა-გადაარჩინა
სძლია-აჯობა
No comments:
Post a Comment